გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 17:56 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 17:56

თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.

მეფეთა ა 17:56 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 17:56 კონტექსტში

17:54აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო.

17:55როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გამავალი დავითი, ჰკითხა აბნერს, მხედართმთავარს: ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ? მიუგო აბნერმა: შენს თავს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.

17:56თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.

17:57როცა დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს; ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.

17:58უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 17

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში