
მეფეთა ა 18:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
მეფეთა ა 18:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 18:16 კონტექსტში
18:14მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან.
18:15დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი.
18:16მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
18:17უთხრა საულმა დავითს: აჰა, უფროსი ასული მყავს, მერობი; ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და გადაიხადე საღვთო ომები. ფიქრობდა საული: ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.
18:18უთხრა დავითმა საულს: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:16
- მეფეთა ა 18:5ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.
- ლუკას სახარება 19:48მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
- მეფეთა ბ 5:2წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
- რიცხვთა 27:17ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
- ლუკას სახარება 20:19მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში