
მეფეთა ა 20:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.
მეფეთა ა 20:34 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:34 კონტექსტში
20:32მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
20:33და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
20:34ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.
20:35მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ყმაწვილიც თან ახლდა.
20:36უთხრა ყმაწვილს: გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი. გაიქცა ყმაწვილი ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:34
- მარკოზის სახარება 3:5რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.
- ეკლესიასტე 7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
- ეფესელთა მიმართ 4:26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში