
მეფეთა ა 26:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი.
მეფეთა ა 26:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:11 კონტექსტში
26:9თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება.
26:10უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა და წავიდეთ ჩვენთვის.
26:11აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი.
26:12გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე, მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
26:13გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: ხმა გამეც, აბნერ! ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: ვინა ხარ, რომ ჰყვირი და აწუხებ მეფეს?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 26:11
- მეფეთა ა 24:6უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
- მეფეთა ა 24:12უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
- მეფეთა ბ 1:14დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: აქ მოდი და მოკალი ეს კაცი. მანაც დაჰკრა და მოკვდა იგი.
- მეფეთა ბ 1:16ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში