
მეფეთა ა 4:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოედო სამუელის ამბავი მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
მეფეთა ა 4:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 4:1 კონტექსტში
4:1მოედო სამუელის ამბავი მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
4:2დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
4:3ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენ შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 4:1
- მეფეთა ა 29:1ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად.
- მეფეთა ა 7:12აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა).
- მეფეთა ა 5:1ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.
- მეფეთა ა 3:11უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება.
- იესო ნავეს ძე 19:30ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 15:53იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;
- იესო ნავეს ძე 12:18აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 4
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში