
მეფეთა ა 4:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოესმა კივილის ხმა ელის და თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის.
მეფეთა ა 4:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 4:14 კონტექსტში
4:12გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე.
4:13მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი.
4:14მოესმა კივილის ხმა ელის და თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის.
4:15ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
4:16უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა ამბავი იყო, შვილო?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 4
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში