
მეფეთა ა 6:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
მეფეთა ა 6:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 6:19 კონტექსტში
6:17აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
6:18იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.
6:19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
6:20თქვეს ბეთ-შემეშელებმა: ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ჩვენგან?
6:21გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 6:19
- რიცხვთა 4:20არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.
- გამოსვლა 19:21უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- მეფეთა ბ 6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
- კოლასელთა მიმართ 2:18ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული,
- ნეშტთა შორისა ა 13:9როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
- ნეშტთა შორისა ა 13:10აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
- რიცხვთა 4:4ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში