გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 9:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 9:14

ავიდნენ ქალაქში. როცა შუა ქალაქში შევიდნენ, ხედავენ, ეგებება მათ გორაკისკენ მიმავალი სამუელი.

მეფეთა ა 9:14 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 9:14 კონტექსტში

9:12მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.

9:13როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა.

9:14ავიდნენ ქალაქში. როცა შუა ქალაქში შევიდნენ, ხედავენ, ეგებება მათ გორაკისკენ მიმავალი სამუელი.

9:15საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის.

9:16ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში