
მეფეთა ა 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე.
მეფეთა ა 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 9:2 კონტექსტში
9:1იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიმი, ძე აბიელისა, ცერომის ძისა, შექორათის ძისა, აფიახის ძისა, ბენიამინელი, მაგარი ვაჟკაცი.
9:2ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე.
9:3დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.
9:4გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაყალიმის მხარე, არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:2
- რიცხვთა 13:33ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
- შესაქმე 6:2დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
- მეფეთა ა 16:7უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
- მეფეთა ბ 14:25არავინ იყო მთელ ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.
- მეფეთა ბ 14:26როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.
- მეფეთა ა 17:4გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
- იერემია 9:23ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
- მეფეთა ა 10:23გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში