გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

თესალონიკელთა მიმართ ა 4:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

თესალონიკელთა მიმართ ა 4:13

მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.

თესალონიკელთა მიმართ ა 4:13 · საქართველოს საპატრიარქო

მოკლე პასუხი

(ღმერთმა) ბრძანა თავისი მზის ამოსვლა, გამოგზავნა წვიმა, გვკვებავს ყოველწლიურად ამოსული ნაყოფით. ვაი ჩვენ მეტად უმადურებს! ღმერთი იმიტომ ართმევს ქმარს, რომ (მხოლოდ) მასზე არ იყო მიჯაჭვული, შენ კი მისი სიკვდილის შემდეგაც გინდა მისი ყოლა და ტოვებ ღმერთს, მაშინ როდესაც უნდა მადლობდე მას და მთლიანად მას მიუბრუნდე.

იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე

ეკლესიაში საკითხავი: 6 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ა 4:13

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ამ ორ განსაცდელს, სიღატაკესა და მწუხარებას, ვერც ისინი გაექცნენ, ისევე როგორც ყველა ადამიანი. დააკვირდი, როგორ კურნავს მათ მოციქული. სიღატაკე მათი ქონების ძარცვამ გამოიწვია. თუკი პავლე მოციქული შრომით კვებას ქრისტესთვის დევნილებს უბრძანებს, მით უფრო, სხვებს. მათი ქონების ძარცვა კი იქიდან ჩანს, რომ ამბობს: ‘თქვენ, ძმანო, მიემსგავსეთ იუდეაში ქრისტე იესოში მყოფ ღვთის ეკლესიებს’ (1 თეს. 2:14). რით? იმით, რომ მათაც მისწერა: ‘თქვენ სიხარულით მიიღეთ თქვენი ქონების გაძარცვა’ (ებრ. 10:34).”

    მთელი განმარტება

    ამ ორ განსაცდელს, სიღატაკესა და მწუხარებას, ვერც ისინი გაექცნენ, ისევე როგორც ყველა ადამიანი. დააკვირდი, როგორ კურნავს მათ მოციქული. სიღატაკე მათი ქონების ძარცვამ გამოიწვია. თუკი პავლე მოციქული შრომით კვებას ქრისტესთვის დევნილებს უბრძანებს, მით უფრო, სხვებს. მათი ქონების ძარცვა კი იქიდან ჩანს, რომ ამბობს: “თქვენ, ძმანო, მიემსგავსეთ იუდეაში ქრისტე იესოში მყოფ ღვთის ეკლესიებს” (1 თეს. 2:14). რით? იმით, რომ მათაც მისწერა: “თქვენ სიხარულით მიიღეთ თქვენი ქონების გაძარცვა” (ებრ. 10:34).

    შემდეგ აქ საუბრობს მკვდრეთით აღდგომაზე. რატომ? ნუთუ აქამდე არ უსაუბრია მათთვის ამის შესახებ? მაგრამ აქ სხვა საიდუმლო იმალება. კერძოდ, რას გულისხმობს? “ჩვენ, ცოცხალნი, უფლის მოსვლამდე დარჩენილნი, ვერ დავასწრებთ გარდაცვლილებს”. ცხადია, მკვდრეთით აღდგომის სიტყვას შეუძლია მწუხარეთა ნუგეში, მაგრამ ახლა ნათქვამს შეუძლია აღდგომის ჭეშმარიტების დადასტურება. თუმცა, უპირველესად, იმ საკითხზე უნდა ვთქვათ, რაზეც თავად მოციქული ამბობს: “არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ გარდაცვლილთა შესახებ, რათა არ სწუხდეთ, როგორც სხვა დანარჩენნი, რომელთაც არა აქვთ იმედი”.

    აჰა, რა რბილად საუბრობს აქაც! კორინთელების მსგავსად არ ეუბნება: თქვენ ისე უგუნურნი და უგულისხმონი ხართ, რომ, აღდგომის ცოდნის მიუხედავად, ურწმუნოებივით სწუხართო. არამედ, მეტად თვინიერად ამბობს: “არ მინდა”, მათი სხვა სათნოების პატივისცემის გამო. და არც “გარდაცვლილების შესახებ” უთქვამს, რითაც თავიდანვე ანუგეშებს მათ. “რათა არ სწუხდეთ, ამბობს, როგორც სხვა დანარჩენნი, რომელთაც არა აქვთ იმედი”. მაშასადამე, გარდაცვლილებზე გლოვა იმედის არმქონეთათვისაა დამახასიათებელი. და ჭეშმარიტად ასეა. სული, რომელმაც სრულიად არაფერი იცის აღდგომის შესახებ და ეს სიკვდილი სიკვდილად მიაჩნია, ბუნებრივია, გლოვობს გარდაცვლილებს, როგორც დაღუპულებს, წუხს და ულმობლად ტირის. შენ კი, აღდგომის მოიმედევ, რატომ ტირი? მაშასადამე, ტირილი იმედის არმქონეთათვისაა დამახასიათებელი.

    ისმინეთ, დედებო, რომელთაც ტირილი გიყვართ და უზომო მწუხარებას ეძლევით: წარმართულად იქცევით. თუკი გარდაცვლილებზე გლოვა წარმართებისთვისაა დამახასიათებელი, მაშინ მითხარი, ვის შეჰფერის გულისტკივილი და ლოყების ხოკვა? რატომ ტირი, თუ გწამს, რომ გარდაცვლილი აღდგება, რომ ის არ დაღუპულა, რომ სიკვდილი ძილი და განსვენებაა? ამბობ, რომ მასში მეუღლე, მფარველი, მზრუნველი და ყველა საქმეში შემწე დავკარგე. მაგრამ როდესაც ჩვილი დაკარგე, რომელსაც შენთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაშინ რაზე ტირი, რას ნანობ? ამბობ, რომ კარგ იმედებს იძლეოდა და მე მოველოდი, რომ ის იზრუნებდა ჩემზე. აი, რატომ ვწუხვარ მეუღლეზე, აი, რატომ, შვილზე, აი, რატომ ვიგლეჯ თმას და ვქვითინებ, არა იმიტომ. Აღდგომის არ მწამს, არამედ იმიტომ, რომ უმწეო გავხდი და მფარველი, თანაცხოვრების მეგობარი, ყველაფერში თანაზიარი, ნუგეშისმცემელი დავკარგე. აი, რატომ ვტირი მე. ვიცი, რომ ის აღდგება, მაგრამ დროებით განშორებასაც ვერ ვიტან. მრავალი უსიამოვნება მემუქრება: ყველას, ვისაც კი მოუნდება, შეუძლია შეურაცხყოფა მომაყენოს; მონები, რომლებსაც ადრე ეშინოდათ, ახლა ზიზღით მიყურებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ; ვინც გარდაცვლილისგან სიკეთე მიიღო, მისი სიკეთე დაივიწყა; ვინც მან შეურაცხყო, მასზე ბოღმის გამო რისხვას ჩემზე ანთხევს. აი, რატომ ვერ ვიტან გულგრილად დაქვრივებას და ვერ ვტირი მწარედ, აი, რატომ ვიგლეჯ თმას, აი, რატომ ვტირი.

    მაშ, რით ვანუგეშოთ ისინი? რა ვუთხრათ? რით დავუამებთ მათ მწუხარებას? უპირველესად, ვეცდები დავუმტკიცო, რომ მათი ტირილი ამ მიზეზებით კი არ არის გამოწვეული, არამედ უგუნური ვნებით. მართლაც, თუ ამ მიზეზებით სწუხარ, მაშინ გარდაცვლილზე გამუდმებით უნდა სწუხდე. თუკი ერთი წლის გასვლის შემდეგ ისე ივიწყებ მას, თითქოს არაფერი მომხდარა შენს თავს, მაშინ ცხადია, რომ გარდაცვლილს არ გლოვობ და არც მის მფარველობას. მაგრამ განშორებას და მეუღლეობას შეწყვეტას ვერ იტან? რას იტყვიან მეორედ დაქორწინებულები? ცხადია, ისინი უკვე არ ნანობენ ყოფილ ქმრებს. თუმცა, მათ კი არ მივმართავთ სიტყვას, არამედ მათ, ვინც გულწრფელ სიყვარულს ინახავს გარდაცვლილების მიმართ. რატომ ტირი შვილზე, რატომ, მეუღლეზე? პირველზე იმიტომ, ამბობ, რომ მან არ მომიტანა მოსალოდნელი სიხარული, ხოლო მეორეზე იმიტომ, რომ იმედი მქონდა, მასთან ერთად უფრო დიდხანს გავიზიარებდი სიხარულს. მაგრამ განა უკიდურესი ურწმუნოება არ არის იმის ფიქრი, რომ მეუღლე ან შვილი დაგიცავს და არა ღმერთი? როგორ არ მოგდის აზრად, რომ ამით ღმერთს შეურაცხყოფ? სწორედ ამიტომ ართმევს მათ ხშირად, რათა მათზე ისე არ იყო მიჯაჭვული, რომ მხოლოდ მათზე ამყარებდე იმედებს. ღმერთი შურიანია და სურს, რომ ყველაზე მეტად ის გვიყვარდეს და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ძალიან ვუყვარვართ. თქვენ ხომ იცით, რომ ასეთია მგზნებარედ მოყვარულთა თვისება: ისინი მეტად შურიანები არიან და უფრო თანახმა არიან სიცოცხლე დაკარგონ, ვიდრე თავიანთი მეტოქეების ზეიმს ნახავენ. ამიტომაც წაიყვანა ღმერთმა ის, სწორედ ამ მიზეზების გამო.

    მართლაც, რატომ არ იყო ძველად ნაადრევი დაქვრივება და ობლობა? რატომ მისცა აბრაამსა და ისააკს (ღმერთმა) დიდხანს სიცოცხლის უფლება? ცხადია, იმიტომ, რომ (აბრაამს), ჯერ კიდევ ისააკის სიცოცხლეში, ღმერთი ერჩივნა მისთვის. ღმერთმა თქვა: დაკალიო, და მან დაკლა. რატომ გაუხანგრძლივა სარას წლები ასეთ სიბერემდე? იმიტომ, რომ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში აბრაამი უფრო ღმერთს უსმენდა, ვიდრე მას. ამიტომაც უთხრა მას ღმერთმა: (მოუსმინე სარას, შენს ცოლს) (დაბ. 21:12). მაშინ არავინ იწვევდა ღვთის რისხვას არც ქმრის სიყვარულით, არც ცოლის სიყვარულით, არც შვილზე ზრუნვით. ახლა კი, რაკი მიწიერს ვართ მიჯაჭვულნი და ღრმად დავეცით, და ქმრებს ცოლები უფრო უყვართ, ვიდრე ღმერთი. Ცოლებს ქმრები უფრო ჰგონიათ ღმერთი, ის ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს გვაიძულოს, რომ შევიყვაროთ იგი. ნუ შეიყვარებ ქმარს ღმერთზე მეტად და არასოდეს გამოცდი დაქვრივებას, და თუნდაც დაგატყდეს თავს, მის სიმძიმეს ვერ იგრძნობ. რატომ? იმიტომ, რომ მფარველად გყავს უკვდავი, რომელიც უფრო მეტად გიყვარს. თუ ღმერთი უფრო გიყვარს, ნუ იტირებ: უფრო მეტად შეყვარებული უკვდავია და არ დაუშვებს იმის დაკარგვით გაწბილებას, ვინც ნაკლებად გიყვარს. ამას მაგალითით აგიხსნი. შენ რომ გყავდეს ქმარი, რომელიც ყველაფერში შენი სურვილისამებრ იქცევა, პატივდებული, მოსიყვარულე, მასთან რომ ბედნიერი იყო და მასთან ერთად გეყოლებოდა შვილი. Შემდეგ, სრულწლოვანებამდე მიუღწეველი, გარდაიცვლებოდა, მაშინ მითხარი, განა მწუხარებისგან გაწბილდებოდი? არა, იმიტომ, რომ მის დაკარგვას უფრო მეტად შეყვარებული (ქმარი) აგინაზღაურებდა. ასევეა ამ შემთხვევაშიც, თუ ქმარზე მეტად ღმერთი გიყვარს, ის, ცხადია, მალე არ წაიყვანს მას, და თუ წაიყვანა კიდეც, მწარედ არ იგლოვებდი. ამიტომაც არ მიეცა ნეტარი იობი არავითარ გულისტკივილს, როდესაც მოულოდნელი სიკვდილის შესახებ გაიგო, იმიტომ, რომ უფრო მეტად ღმერთი უყვარდა, ვიდრე ისინი. მაშასადამე, ამ დანაკლისს არ შეეძლო მისი დამწუხრება, რადგან ცოცხალი იყო ის, ვინც უყვარდა.

    რას ამბობ შენ, დედაკაცო? ქმარი ან შვილი იქნებოდა შენი მფარველი? ღმერთი კი არ ზრუნავს შენზე? თვითონ ის ვინ მოგცა? განა მან არა? შენ ვინ გაგაჩინა? განა მან არა? ნუთუ ის, ვინც არარსებობიდან არსებობაში მოგიყვანა, სული შთაგბერა, გონება ჩაგიდო, ინება შენი მის შესახებ ცოდნით დაჯილდოება და რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაინდო შენთვის, არ გებრალის. Შენი მსგავსი მონა კი გებრალის? რა დიდ რისხვას აღძრავს ეს სიტყვები! რა მსგავსი მიიღე შენ ქმრისგან? ვერაფერს მიუთითებ. თუ მან რაიმე სიკეთე გაგიკეთა კიდეც, ეს შენ მიერ მისთვის წინასწარ გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ გააკეთა. მაგრამ ღმერთზე ვერავინ იტყვის ვერაფერს მსგავსს: ღმერთი იმიტომ კი არ გვიკეთებს სიკეთეს. Ჩვენ მიერ მისთვის ადრე გაწეული სიკეთე აგვინაზღაუროს, არამედ, არაფერში რომ არ სჭირდება, მხოლოდ თავისი სიკეთით უკეთებს სიკეთეს კაცობრიობას. მან გიმზადა სამეფო, მოგანიჭა საუკუნო სიცოცხლე, დიდება, ძმობა, შვილობა, გაგხადა მხოლოდშობილის თანამემკვიდრედ; და შენ ამდენი სიკეთის შემდეგ კიდევ ქმარს იხსენებ? რა მოგცა მან? (ღმერთმა) ბრძანა თავისი მზის ამოსვლა, გამოგზავნა წვიმა, გვკვებავს ყოველწლიურად ამოსული ნაყოფით. ვაი ჩვენ მეტად უმადურებს! ღმერთი იმიტომ ართმევს ქმარს, რომ (მხოლოდ) მასზე არ იყო მიჯაჭვული, შენ კი მისი სიკვდილის შემდეგაც გინდა მისი ყოლა და ტოვებ ღმერთს, მაშინ როდესაც უნდა მადლობდე მას და მთლიანად მას მიუბრუნდე.

    რას იღებდი ქმრისგან? მშობიარობის ავადმყოფობებს, შრომებს, შეურაცხყოფებს, ხშირ საყვედურებს, საყვედურებსა და წყენინებებს, განა ამას არ (იტანენ ცოლები) ქმრებისგან? მაგრამ მეორე მხრივ, ამბობ, სარგებელიც არის. როგორი? ძვირფას ტანსაცმელში გახევდა? სახეზე ოქროს სამკაულებს გიკეთებდა? ყველას გაიძულებდა პატივისცემას? მაგრამ თუ მოინდომებ, (ღმერთი) გაგალამაზებს სამკაულით, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე გარდაცვლილის მიერ მორთმეული. პატიოსნება უფრო ალამაზებს ქალს, ვიდრე ოქროს სამოსელი. ამ მეფესაც აქვს სამოსელი, მაგრამ არა ასეთი, არამედ ბევრად უკეთესი. ამ სამოსელში გამოეწყვე, თუ გინდა. როგორია ეს სამოსელი? ეს არის სამოსელი ოქროს მაქმანებით, რომლითაც, თუ გინდა, შეიმოსე სული. მაგრამ მასთან მე არ ვიყავი ზიზღში ხალხში? რა არის ამაში მნიშვნელოვანი? სამაგიეროდ, დაქვრივება ხელს შეუშლის იმას, რომ დემონებისგან დამცირებას დაექვემდებარო. მაშინ შენ მართავდი შენს მონებს, თუ ჭეშმარიტად მართავდი; ახლა კი, შინაური მსახურების ნაცვლად, ძალაუფლება გაქვს უხორცო ძალებზე, საწყისებზე, მთავრობებზე, სამყაროს მპყრობელზე. გარდა ამისა, არ საუბრობ იმ უსიამოვნებებზე, რომლებსაც მასთან იზიარებდი, როგორიცაა, მაგალითად, უფროსების შიში, თანატოლებისთვის მისი უპირატესობის მინიჭება? ახლა თავისუფალი ხარ ამ ყველაფრისგან, შიშისა და ძრწოლისგან. მაგრამ ღელავ, ვინ გამოკვებავს დარჩენილ შვილებს? ობოლთა მამა! ვინ მისცა ისინი, მითხარი? არ გესმის, რას ამბობს ქრისტე სახარებაში: “განა სული საჭმელზე უმეტესია და სხეული, სამოსელზე?” (მათ. 6:25). ხედავ, რომ ტირილის მიზეზი დაქვრივებაში კი არ არის, არამედ ურწმუნოებაში? მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ ბავშვები არც ისე სახელოვანნი ხდებიან? რატომ? ღმერთი ჰყავთ მამად, და ნაკლებად სახელოვანნი ხდებიან? რამდენს მიგითითებ ქვრივების მიერ აღზრდილს და სახელის მოხვეჭილს! რამდენი პირიქით, მამებთან აღიზარდა და ამასობაში დაიღუპა! თუკი სიყმაწვილიდანვე ისე აღზრდი მათ, როგორც აღზრდაა საჭირო, ეს მათთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე მამის მფარველობით ისარგებლებდნენ. და ის, რომ ბავშვების აღზრდა ნამდვილად ქვრივების მოვალეობაა, მოისმინე, რას ამბობს პავლე: “თუ შვილები აღზარდა” (1 ტიმ. 5:10), და კიდევ: “მაგრამ გადარჩება შვილების შობით, არ უთქვამს: ქმრის გამო, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმინდეში დარჩება კდემამოსილებით” (1 ტიმ. 2:15). სიყმაწვილიდანვე შთააგონეთ მათ ღვთის შიში, და ის დაიცავს მათ ყველა მამაზე უკეთ, ის იქნება ურღვევი კედელი. რადგან როდესაც ეს გუშაგი ჩვენში ბინადრობს, ჩვენ არ გვჭირდება არანაირი გარეგანი შემოზღუდვა; ხოლო როდესაც ის არ არის, ამაოა ყველაფერი გარეგანი. ის იქნება მათთვის სიმდიდრეც, დიდებაც და მშვენებაც; ის მათ სახელოვანთ გახდის არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ზეცაშიც. ნუ უყურებ არც ოქროს ქამრებით შემოსილებს, არც ცხენებზე ამხედრებულებს, რომლებიც წინაპრების დამსახურებისთვის სამეფო პალატებში ბრწყინავენ და რომლებსაც გამცილებლები და აღმზრდელები ახლავთ. შეიძლება, ეს ატირებს ქვრივებს ობოლთა ბედზე, რადგან თითოეული მათგანი ფიქრობს; რომ აი, ჩემი შვილიც, მამა რომ ცოცხალი ჰყოლოდა, ასეთივე ბედნიერებით დატკბებოდა, ახლა კი დამცირებაში და უცნობობაშია, ისე რომ არავის სურს მასთან საუბარიც კი. მაგრამ ამაზე ნუ იფიქრებ, დედაკაცო. Აფრინდი ფიქრით ზეციური კარიბჭისკენ, დაათვალიერე იქ სამეფო პალატები, ახედე იქ მჯდომარე მეფეს, იფიქრე, შეუძლიათ თუ არა ამ მიწიერ ბედნიერებს იქ შენს შვილზე უფრო დიდებულნი იყვნენ, და მაშინ იგლოვე. ხოლო ამაზე არც უნდა იფიქრო, რომ ვინმე დედამიწაზე სახელოვანია. მას შეუძლია, თუ გინდა, მეომარი გახდეს ზეცაში, შეუძლია ამ ლაშქარში ჩაეწეროს. იქ ჩაწერილები ცხენებზე კი არ დადიან, არამედ ღრუბლებზე დაქრიან, დედამიწაზე კი არ დადიან, არამედ ზეცაში აჰყავთ, და გამცილებლებად არა მონები ჰყავთ, არამედ თვით ანგელოზები. ისინი წარდგებიან არა მოკვდავი მეფის წინაშე, არამედ უკვდავის, მეფეთა მეფისა და უფალთა უფლის წინაშე; წელზე ტყავის ქამრები კი არ აქვთ შემორტყმული, არამედ იმ გამოუთქმელი დიდებით, რომლის გამოც ისინი მეფეებზე და საერთოდ, ყველა ოდესმე განდიდებულ ადამიანზე უფრო სახელოვანნი ხდებიან. იმ სამეფო პალატებში არ მოითხოვება არც სიმდიდრე, არც წარმომავლობა და არც სხვა რამ, არამედ მხოლოდ სათნოება, და, თუ ის არის, მაშინ მეტი არაფერია საჭირო იმისთვის, რომ პირველთა რიგში დადგე. თუ სწორად ვიმსჯელებთ, ვერაფერს ვიპოვით ისეთს, რაც შეძლება გვაწუხებდეს. შეხედე ცას და დაინახავ, რამდენად უფრო ბრწყინვალეა ის სამეფო პალატების სარეცელზე. თუკი ზეციური სამეფო პალატების ძირი იმდენად უფრო დიდებულია ქვედაზე, რომ უკანასკნელნი პირველებთან შედარებით შეიძლება ტალახად ჩავთვალოთ, მაშინ რა ბედნიერად ჩათვლიდა თავს ის, ვინც ამ სამეფო პალატების დეტალურად განხილვასაც კი დაიმსახურებდა?

    “ჭეშმარიტი ქვრივი და მარტოსული ღმერთს ენდობა” (1 ტიმ. 5:5). ვისთვის არის ეს ნათქვამი? მათთვის, ვისაც შვილები ჰყავთ, რადგან ისინი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ და უფრო მეტი საშუალება აქვთ ღმერთს ასიამოვნონ, რადგან მათ ყველა კვანძი აქვთ გაწყვეტილი. არავინაა, რომ შეაკავოს ისინი, არავინაა, რომ აიძულოს მათ ამ ჯაჭვების თრევა. შენ ქმარს დაშორებული ხარ, მაგრამ ღმერთთან ხარ შეერთებული; არ გყავს თანამოსაუბრედ შენი ტოლი მონა, მაგრამ გყავს უფალი. როდესაც ლოცულობ, განა ღმერთს არ ესაუბრები, მითხარი? როდესაც კითხულობ, მაშინ ყურად იღე, როგორ გესაუბრება ის. მაგრამ რას გეუბნება ის? სიტყვებს, რომლებიც შეუდარებლად უფრო ტკბილია, ვიდრე ქმრის ნათქვამი. ქმარიც რომ ალერსიანად საუბრობდეს, დიდი პატივი არ არის, რადგან ის ისეთივე მონაა (როგორც შენ); მაგრამ როდესაც უფალი ალერსიანად საუბრობს მონასთან, ეს უმაღლესი კეთილგანწყობის ნიშანია. როგორ გვანუგეშებს ის? მოისმინე, რა სიტყვებით გამოხატავს ამას. “მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11:28). და კიდევ წინასწარმეტყველის მეშვეობით მოგვიწოდებს და ამბობს: “დაივიწყებს კი დედაკაცი თავის ჩვილს, რომ არ შეიბრალოს თავისი მუცლის შვილი? და თუკი დაივიწყებს ისიც, მე შენ არ დაგივიწყებ” (ეს. 49:15). რა საჭირო სიყვარულია ამ სიტყვებში! და კიდევ: “მომიბრუნდი მე”; და სხვა ადგილას: “ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით” (ეს. 45:22, ეს. 44:22). თუ ვინმეს სურს (გამონათქვამის) ნასესხება “ქებათა ქების” წიგნიდან, მაშინ, ამ უსაიდუმლოესი საგალობლების კითხვისას, ის მოისმენს, როგორ ეუბნება უფალი მისდამი ერთგულ სულს: “საყვარელო ჩემო, მშვენიერო ჩემო” (ქებ. 2:10)! რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ, როგორ ესაუბრება ღმერთი ადამიანებს? მაშ, მითხარი? განა არ იცი, რამდენი შვილი გარდაეცვალათ ამ ნეტარ დედებს და საფლავებში განისვენებენ, როგორ გადაიტანეს ბევრმა მათგანმა კიდევ უფრო დიდი უბედურებები, ქმრებთან ერთად შვილებიც რომ დაკარგეს? ამას მივაქციოთ ყურადღება, ეს გვახსოვდეს, და არაფერი სამწუხარო არ იქნება ჩვენთვის. Მთელ დროს სულიერ სიხარულში გავატარებთ და დავტკბებით საუკუნო სიკეთეებით, რომელთა ღირსნი ყველანი გავხდეთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით. Რომელსაც დიდება მამასთან და წმიდა სულთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

    მრავალი საგანი მხოლოდ იმიტომ გვამწუხრებს, რომ არ ვიცით ისინი, როდესაც კი კარგად გავიცნობთ მათ, მწუხარებას ვიშორებთ. ამაზე მიუთითა პავლემ და თქვა: “არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ გარდაცვლილთა შესახებ, რათა არ სწუხდეთ, როგორც სხვა დანარჩენნი, რომელთაც არა აქვთ იმედი”. რა არ გინდა, რომ არ იცოდნენ? მოძღვრება, ამბობს, აღდგომის შესახებ. მაგრამ რატომ არ საუბრობ დასჯაზე, რომელიც ადამიანებს აღდგომის შესახებ მოძღვრების უცოდინარობისთვის ელით? იმიტომ, რომ ეს (თავისთავად) ამ მოძღვრებიდან იხსნება და ყველას მიერ არის აღიარებული. ამასობაში ამისგან არცთუ უმნიშვნელო სარგებელი იქნება. ის მათთან ასე იმიტომ საუბრობს, რომ მათ აღდგომის არ სწამდათ, არამედ იმიტომ, რომ, ამ რწმენის მიუხედავად, ისინი გლოვობდნენ (გარდაცვლილებს). კერძოდ, სხვაგვარად საუბრობს ურწმუნოებთან, სხვაგვარად, მათთან; ხოლო მათ, როგორც იქიდან ჩანს, რომ დრონი და ჟამნი იკვლიეს, იცოდნენ (აღდგომის შესახებ).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

თესალონიკელთა მიმართ ა 4:13 კონტექსტში

4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,

4:12რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.

4:13მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.

4:14რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.

4:15ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.

პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ა 4:13

განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ა 4

სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში