გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:23: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:23

თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 9 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-32 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:23

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “შეამჩნიე მოძღვრის სიყვარული. შეგონებას ლოცვაც დაურთა, თანაც ეპისტოლეში, ვინაიდან საჭიროა როგორც დარიგება, ისე ვედრება. ამიტომაც ჩვენც, ჯერ დავარიგებთ და შემდეგ თქვენთვის ვილოცებთ, ეს საიდუმლოებში განსწავლულებმა იციან.”

    მთელი განმარტება

    შეამჩნიე მოძღვრის სიყვარული. შეგონებას ლოცვაც დაურთა, თანაც ეპისტოლეში, ვინაიდან საჭიროა როგორც დარიგება, ისე ვედრება. ამიტომაც ჩვენც, ჯერ დავარიგებთ და შემდეგ თქვენთვის ვილოცებთ, ეს საიდუმლოებში განსწავლულებმა იციან.

    მართალია, პავლე ამას უფლებით აკეთებდა, რადგან დიდი კადნიერება ჰქონდა ღვთის წინაშე, ჩვენ კი სიმდაბლეში ვართ და კადნიერება არ გაგვაჩნია. მაგრამ, რაკი ამისთვის ვართ დადგენილნი, იმავეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უღირსნი ვართ, ვიშუამდგომლოთ და უკანასკნელი მოწაფეების ადგილიც კი დავიკავოთ. სწორედ იმიტომ, რომ მადლი უღირსთა მიერაც მოქმედებს, არა მათი გულისთვის, არამედ სიკეთის მაძიებელთათვის, ჩვენც ვუერთებთ ჩვენს ლოცვებს.

    “და ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა-გყვნეს თქუენ ყოვლითურთ, და ყოველი სული თქუენი და გული და ხორცი უბიწოდ დამარხულ იყავნ მოსლვად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი” (1 თეს. 5:23).

    რას აღნიშნავს აქ სიტყვით “სული”? სულიწმიდის ნიჭს. თუ ანთებული ლამპრებით გამოვალთ, სასიძოს პალატში შევალთ, ხოლო თუ ჩამქრალებით, ვერა. ამიტომაც ამბობს: “ყოვლად სრულ იყოს თქვენი სული”. როდესაც მთლიანად შევინარჩუნებთ საკუთარ თავში ამ ნიჭს, მაშინ ჩვენი სულიც უვნებელი დარჩება. და სული, ამბობს, და ხორცი, არანაირი ბოროტება არ შეეხება არც სულს, არც ხორცს.

  2. გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:23 კონტექსტში

5:21ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.

5:22განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.

5:23თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

5:24სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.

5:25ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის.

პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:23

განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ა 5

სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში