გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ტიმოთეს მიმართ ა 1:16: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

ტიმოთეს მიმართ ა 1:16

მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

ტიმოთეს მიმართ ა 1:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 1:16

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ტერტულიანე3 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნახეთ, როგორ იმდაბლებს და იმცირებს თავს მოციქული პავლე, როდესაც სხვა, უფრო დამამცირებელ მიზეზს ასახელებს. ამბობს, შეწყალებული ვარ ჩემი უმეცრების გამოო. ამით მიანიშნებს, რომ შეწყალებული არც ისე დიდი ცოდვილია და მკაცრად არ უნდა განიკითხონ. ხოლო როდესაც ამბობს, შეწყალებული ვარ იმისთვის, რომ არც ერთ შემცოდველს სასო არ გაუწყდეს და დარწმუნებული იყოს, რომ იგივეს მიიღებსო, საკუთარი თავის წინააღმდეგ უდიდეს ბრალდებას წამოაყენებს.”

    მთელი განმარტება

    ნახეთ, როგორ იმდაბლებს და იმცირებს თავს მოციქული პავლე, როდესაც სხვა, უფრო დამამცირებელ მიზეზს ასახელებს. ამბობს, შეწყალებული ვარ ჩემი უმეცრების გამოო. ამით მიანიშნებს, რომ შეწყალებული არც ისე დიდი ცოდვილია და მკაცრად არ უნდა განიკითხონ. ხოლო როდესაც ამბობს, შეწყალებული ვარ იმისთვის, რომ არც ერთ შემცოდველს სასო არ გაუწყდეს და დარწმუნებული იყოს, რომ იგივეს მიიღებსო, საკუთარი თავის წინააღმდეგ უდიდეს ბრალდებას წამოაყენებს.

    როდესაც ამბობდა, პირველი ვარ ცოდვილთა შორის, მკრეხელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი, და არ ვარ ღირსი მოციქულად წოდებისა (1 კორ. 15:9) და მის მსგავსს, მაშინაც კი არაფერი უთქვამს ისეთი, რაც ამაზე მეტად დაამცირებდა საკუთარ თავს.

    ამის გასაგებად წარმოვიდგინოთ მრავალრიცხოვანი ქალაქი, სადაც ყველა ბოროტია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა სასჯელს იმსახურებს. ამ მრავალთა შორის ერთი ყველაზე მეტად იმსახურებს სასჯელს, რომელსაც ყველა სახის დანაშაული აქვს ჩადენილი. დავუშვათ, ვინმემ თქვას, მეფეს ყველას პატიება უნდაო. ამ ამბავს იოლად ვერ დაიჯერებენ, სანამ არ დაინახავენ, რომ ყველაზე დიდ დამნაშავეს აპატიეს. აი, მაშინ კი ეჭვი აღარავის დარჩება.

    პავლეც ამასვე ამბობს: ღმერთმა, რომელსაც სურდა, ხალხი დაერწმუნებინა, რომ ყველას პატიობს, შეიწყალა ის, ვინც ყველაზე მეტად შესცოდა. თუ მე მაპატია, ამბობს ის, სხვებთან დაკავშირებით ეჭვი აღარავის უნდა ჰქონდეს. ეს იგივეა, რასაც ყველა ამბობს: თუ ღმერთმა ეს შეიწყალა, სხვას არავის დასჯის. ამით მოციქული გვიჩვენებს, რომ პატიებას არ იმსახურებდა, მაგრამ სხვების გადასარჩენად პირველმა მიიღო იგი. ამიტომ, ამბობს ის, ნურავის შეეპარება ეჭვი ხსნაში, როდესაც მე ვარ გადარჩენილი.

    ყურადღება მიაქციეთ ამ ნეტარის თავმდაბლობას. მას არ უთქვამს, ჩემში გამოეჩინა სულგრძელება, არამედ, მთელი სულგრძელება, თითქოს ამბობს: არც ერთ სხვა ადამიანში არ გამოუვლენია ღმერთს იმდენი სულგრძელება, რამდენიც ჩემში. Არც ერთი სხვა ცოდვილი არ უპოვია, რომელსაც მთელი მისი წყალობა და სულგრძელება დასჭირდებოდა და არა ნაწილობრივ, როგორც იმათ, რომლებმაც მხოლოდ ნაწილობრივ შესცოდეს.

    მათთვის მაგალითად, ამბობს, ვინც იწამებს მას საუკუნო ცხოვრებისათვის, ანუ მათი გამხნევებისა და წახალისებისთვის.

    პავლე ამბობს, ღმერთმა სათნოების გამო მიხმო: ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, უთხრა მან ანანიას, რათა ჩემი სახელი აუწყოს ხალხებსა და მეფეებს (საქ. 9:15), ანუ ის გამოსადეგია მსახურებისა და დიდი საქმის აღსასრულებლად. ღმერთი მისი მოწოდების მიზეზად ამას ასახელებს. თავად მოციქული კი ყველაფერს ღვთის მადლსა და გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას მიაწერს და ამბობს: მაგრამ მე შეწყალებული ვარ არა იმიტომ. Უნარიანი და ღირსი ვიყავი, არამედ იმისთვის, რომ ჩემში გამოეჩინა მთელი სულგრძელება მათთვის მაგალითად, ვინც იწამებს მას საუკუნო ცხოვრებისათვის (1 ტიმ. 1:16).

    მოციქულმა გამოააშკარავა თავისი წარსული თავხედობანი, რადგან უკეთესად მიიჩნია, ყველას წინაშე სირცხვილით გამოეფინა თავისი ძველი ცხოვრება. Უფრო ნათლად ეჩვენებინა ღვთის საჩუქრის სიდიადე, ვიდრე დაეფარა უფლის გამოუთქმელი და აღუწერელი კაცთმოყვარეობა, და არ სურდა ყველას წინაშე ეჩვენებინა საკუთარი შეცდომა. ამ მიზნით ის აქა-იქ ახსენებს დევნას, ცილისწამებასა და თავდასხმებს ეკლესიის წინააღმდეგ. ერთ ადგილას ამბობს: არ ვარ ღირსი მოციქულად წოდებისა, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას (1 კორ. 15:9); მეორეში: ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ (1 ტიმ. 1:15); მესამეში: თქვენ გსმენიათ ჩემი უწინდელი ცხოვრების შესახებ იუდაელობაში, რომ სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვა მას (გალ. 1:13).

    ამრიგად, პავლე, თითქოს ქრისტეს მიმართ სულგრძელების სანაცვლოდ, გვიჩვენებს, თუ ვინ, როგორი მტრული და არაკეთილმოსურნე ადამიანი იხსნა უფალმა, დიდი გაბედულებით აცხადებს იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც თავიდან მთელი მონდომებით აღმართა ქრისტეს წინააღმდეგ. ამავე დროს, ის კეთილ იმედებს შთააგონებს იმათაც, ვინც საკუთარ თავში სასოწარკვეთილია.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. ისაკ ასური6 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  9. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  10. ევსები (ორლინსკი)19 საუკუნე
  11. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  12. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  13. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ტიმოთეს მიმართ ა 1:16 კონტექსტში

1:14ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.

1:15სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

1:16მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

1:17ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1:18ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,

პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 1:16

განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 1

სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში