
ტიმოთეს მიმართ ა 6:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.
ტიმოთეს მიმართ ა 6:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 6:7
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პირველი სახის ქონების შეძენა არაფერს ნიშნავს, რადგანაც იგი აქ რჩება და ჩვენთან ერთად სხვა სამყაროში არ გადადის, არ გვყვება თან. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ ამქვეყნად არაფერი გაგვაჩნდა, როდესაც მოვედით; მაშასადამე, არც არაფერი გვექნება, როდესაც დავტოვებთ მას. შიშველი იბადება ქმნილება და შიშველი მიდის. ამრიგად, არაფერი ზედმეტი არ გვჭირდება, თუკი არაფერი წამოგვიღია თან და არც არაფერი გვექნება, როდესაც წავალთ.”
მთელი განმარტება
პირველი სახის ქონების შეძენა არაფერს ნიშნავს, რადგანაც იგი აქ რჩება და ჩვენთან ერთად სხვა სამყაროში არ გადადის, არ გვყვება თან. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ ამქვეყნად არაფერი გაგვაჩნდა, როდესაც მოვედით; მაშასადამე, არც არაფერი გვექნება, როდესაც დავტოვებთ მას. შიშველი იბადება ქმნილება და შიშველი მიდის. ამრიგად, არაფერი ზედმეტი არ გვჭირდება, თუკი არაფერი წამოგვიღია თან და არც არაფერი გვექნება, როდესაც წავალთ.
არავინაა თავისუფალი, გარდა იმისა, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს. იგი ყოველგვარ უბედურებაზე მაღლა დგას და თუკი თავად არ ისურვებს ზიანის მიყენებას საკუთარი თავისთვის, ვერავინ შეძლებს ამას. იგი მიუწვდომელია, არ იტანჯება ქონების დაკარგვის გამო, ვინაიდან იცის, რომ არაფერი მოგვიტანია ამქვეყნად და ცხადია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ. ვერც პატივმოყვარეობა და ვერც დიდების სიყვარული ვერ შეიპყრობს მას, რადგანაც იცის, რომ ჩვენი საცხოვრებელი ცაშია (ფილ. 3:20). მაკრიტიკებელი ვერ აყენებს მას ტკივილს და მცემელი ვერ იწვევს გაღიზიანებას. ქრისტიანისთვის ერთადერთი უბედურება ღვთის შეურაცხყოფაა, სხვა ყველაფერი კი, როგორიცაა ქონების დაკარგვა, სამშობლოს დატოვება, უმძიმესი საფრთხე, უბედურებად არც კი მიაჩნია. თვით ისიც კი, რისიც ყველას ასე ეშინია, აქედან იქ გადასვლა, მისთვის სიცოცხლეზე სასიამოვნოა.
ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ძველი პატერიკონი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the First Epistle to Timothy by St. Paul the Apostle
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to Timothy of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა
ტიმოთეს მიმართ ა 6:7 კონტექსტში
6:5გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
6:6თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.
6:7რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.
6:8თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
6:9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 6:7
- იობი 1:21თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.
- ფსალმუნები 49:17რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
- ლუკას სახარება 12:20უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?
- ლუკას სახარება 12:21ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.
- ეკლესიასტე 5:15ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.
- ეკლესიასტე 5:16ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?
- იგავესნი 27:24რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობას.
- ლუკას სახარება 16:22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 6
სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში