
ნეშტთა შორისა ბ 1:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომაა და ათასი აღსავლენი აღავლინა მასზე.
ნეშტთა შორისა ბ 1:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 1:6 კონტექსტში
1:4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
1:5სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
1:6ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომაა და ათასი აღსავლენი აღავლინა მასზე.
1:7იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?
1:8უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 1:6
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 1
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში