გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 10:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 10:17

მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.

ნეშტთა შორისა ბ 10:17 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 10:17 კონტექსტში

10:15არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისათვის, ახია სილოამელის პირით.

10:16როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითიში? რა მემკვიდრეობაგვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით! და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი.

10:17მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.

10:18გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელიანებმა და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა მეფე რობოამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა.

10:19განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 10:17

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 10

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში