
ნეშტთა შორისა ბ 11:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
ნეშტთა შორისა ბ 11:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 11:14 კონტექსტში
11:12ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
11:13მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელ ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
11:14ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
11:15დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
11:16მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 11:14
- ნეშტთა შორისა ბ 13:9განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები - აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხევლად მოდის კურატითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:5გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.
- იესო ნავეს ძე 21:20კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან.
- იესო ნავეს ძე 21:42მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.
- ლევიანი 27:30ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა.
- ლევიანი 27:34აჰა, წესები, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანთათვის სინაის მთაზე.
- ნეშტთა შორისა ა 6:66ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 11
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში