
ნეშტთა შორისა ბ 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,
ნეშტთა შორისა ბ 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 11:6 კონტექსტში
11:4ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
11:5რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
11:6მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 11:6
- მათეს სახარება 2:5ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
- მათეს სახარება 2:6და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ბ 20:20ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
- შესაქმე 35:19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
- მსაჯულნი 15:8მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
- ნეემია 3:27მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე.
- ნეშტთა შორისა ა 4:32მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი - ხუთი ქალაქი.
- იერემია 6:1თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 11
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში