
ნეშტთა შორისა ბ 13:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი.
ნეშტთა შორისა ბ 13:21 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 13:21 კონტექსტში
13:19გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით.
13:20ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
13:21აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი.
13:22აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 13:21
- მსაჯულნი 8:30სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
- მსაჯულნი 8:31შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
- მეფეთა ბ 5:12მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის გამო.
- მეფეთა ბ 5:13კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
- მსაჯულნი 9:5მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.
- ნეშტთა შორისა ბ 11:21რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
- მსაჯულნი 10:4ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში