
ნეშტთა შორისა ბ 15:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.
ნეშტთა შორისა ბ 15:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 15:10 კონტექსტში
15:8როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
15:9შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.
15:10ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.
15:11მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.
15:12აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 15:10
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 15
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში