
ნეშტთა შორისა ბ 18:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.
ნეშტთა შორისა ბ 18:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 18:13 კონტექსტში
18:11ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
18:12ასე ეუბნებოდა მიქაის მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათს სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
18:13თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.
18:14მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქაი! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.
18:15უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 18:13
- რიცხვთა 22:35უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.
- რიცხვთა 22:18მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.
- რიცხვთა 22:20მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
- რიცხვთა 24:13თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
- იერემია 42:4უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ.
- ეზექიელი 2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
- მოციქულთა საქმენი 20:27რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება.
- რიცხვთა 23:26მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში