
ნეშტთა შორისა ბ 18:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა მიქაიმ: თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: ისმინეთ ყეელამ, ხალხნო!
ნეშტთა შორისა ბ 18:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 18:27 კონტექსტში
18:25თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარით მიქაი და მიჰგვარეთ ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს.
18:26და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
18:27თქვა მიქაიმ: თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: ისმინეთ ყეელამ, ხალხნო!
18:28წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
18:29უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 18:27
- ამოსი 9:10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
- მარკოზის სახარება 7:14მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:
- მიქა 1:2ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენ წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
- რიცხვთა 16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
- მათეს სახარება 15:10მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:
- მოციქულთა საქმენი 13:10და უთხრა: ეჰა, სავსეო ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?
- მოციქულთა საქმენი 13:11აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
- მათეს სახარება 13:9ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში