
ნეშტთა შორისა ბ 19:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უბრძანა მათ და უთხრა: ასე აკეთეთ საქმე უფლისმოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით.
ნეშტთა შორისა ბ 19:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 19:9 კონტექსტში
19:7უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.
19:8იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
19:9უბრძანა მათ და უთხრა: ასე აკეთეთ საქმე უფლისმოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით.
19:10ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თქვენს ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე მოიქეცით და არ შესცოდავთ.
19:11აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში და ზებადიაჰუ იშმაყელის ძე, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენ წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ, და კეთილთან იქნება უფალი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 19:9
- მეფეთა ბ 23:3მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
- ნეშტთა შორისა ბ 19:7უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.
- მეორე სთვლისაება 1:16მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის.
- მეორე სთვლისაება 1:17მიკერძოებული ნუ იქნები სასამართღაოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.
- ესაია 11:3ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
- ესაია 11:5სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
- ესაია 32:1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში