
ნეშტთა შორისა ბ 20:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნეშტთა შორისა ბ 20:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 20:1 კონტექსტში
20:1ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
20:2მოვიდნენ, ამბავი მიაუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენ წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ყენ-გედიში.
20:3შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 20:1
- ნეშტთა შორისა ბ 19:11აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში და ზებადიაჰუ იშმაყელის ძე, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენ წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ, და კეთილთან იქნება უფალი.
- ესაია 16:6გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი.
- ფსალმუნები 83:5მოითათბირეს ერთსულოვნად, შენ წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
- ფსალმუნები 83:8აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
- ესაია 8:9დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
- ესაია 8:10ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- ნეშტთა შორისა ბ 32:1ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს, მათ გატეხას ფიქრობდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 20
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში