გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 21:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 21:9

გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ და ეტლის მეთაურებს.

ნეშტთა შორისა ბ 21:9 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 21:9 კონტექსტში

21:7მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

21:8მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.

21:9გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ და ეტლის მეთაურებს.

21:10განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.

21:11მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებში. მან გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 21

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში