
ნეშტთა შორისა ბ 22:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.
ნეშტთა შორისა ბ 22:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 22:12 კონტექსტში
22:10როცა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა.
22:11მაგრამ იეჰოშაბყათმა, მეფის ასულმა, აიყვანა იოაში, ახაზიას ვაჟი, და მოარიდა დასახოცავად განწირულ უფლისწულებს და თავის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში გადამალა. იეჰოშაბყათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა, ახაზიას დამ, გადამალა იგი ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს.
22:12ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 22:12
- აბაკუმი 1:12შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
- ფსალმუნები 12:8უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
- ფსალმუნები 27:5რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.
- ფსალმუნები 73:18მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
- ფსალმუნები 73:19როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
- იერემია 12:1მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?
- ფსალმუნები 73:14და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში