
ნეშტთა შორისა ბ 25:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნღნენ თავიანთ ადგილას.
ნეშტთა შორისა ბ 25:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 25:10 კონტექსტში
25:8მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
25:9უთხრა ამაციაჰუმ ღვთისკაცს: მაშ, ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს? მიუგო ღვთისკაცმა: უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.
25:10გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნღნენ თავიანთ ადგილას.
25:11ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირიანი ამოხოცა.
25:12ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდიანებმა. აიყვანეს კლდის წვერზე და გადმოყარეს კლდის წვერიდან. ყველანი ერთიანად გაწყდნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 25:10
- იგავესნი 29:22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
- მეფეთა ბ 19:43მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დაგვჩაგრე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად? ისრაელზე უფრო მაგრად ლაპარაკობდა იუდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში