
ნეშტთა შორისა ბ 25:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
ნეშტთა შორისა ბ 25:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 25:19 კონტექსტში
25:17ითათბირა ამაციაჰუ იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იეჰოახაზ იაჰუს ძის ძეს ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
25:18შემოუთვალა იოაშმა ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
25:19ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
25:20ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო ეს, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა.
25:21მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 25:19
- ნეშტთა შორისა ბ 26:16როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
- ნეშტთა შორისა ბ 32:25არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- აბაკუმი 2:4აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
- იგავესნი 28:25სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.
- იგავესნი 16:18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
- ლუკას სახარება 14:31ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
- კორინთელთა მიმართ ა 1:29და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში