გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 25:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 25:24

გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი, მთელი ჭურჭელი რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.

ნეშტთა შორისა ბ 25:24 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 25:24 კონტექსტში

25:22დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.

25:23ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.

25:24გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი, მთელი ჭურჭელი რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.

25:25ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.

25:26ამაციაჰუს დააარჩენი საქმეები - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 25:24

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში