
ნეშტთა შორისა ბ 25:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
ნეშტთა შორისა ბ 25:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 25:27 კონტექსტში
25:25ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
25:26ამაციაჰუს დააარჩენი საქმეები - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
25:27მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
25:28წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით იუდას ქალაქში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 25:27
- ნეშტთა შორისა ბ 24:25როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
- იესო ნავეს ძე 10:31გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.
- ნეშტთა შორისა ბ 15:2გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში