
ნეშტთა შორისა ბ 27:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა.
ნეშტთა შორისა ბ 27:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 27:2 კონტექსტში
27:1ოცდახუთი წლის იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ერუში, ცადოკის ასული.
27:2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა.
27:3ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა.
27:4იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 27:2
- მოციქულთა საქმენი 5:13დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.
- ნეშტთა შორისა ბ 26:4სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა.
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- ნეშტთა შორისა ბ 26:16როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
- ნეშტთა შორისა ბ 26:21სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ეუზიაჰუ, ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი კი მეფის სახლს განაგებდა და განიკითხავდა ქვეყნის ერს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 27
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში