
ნეშტთა შორისა ბ 29:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო, აბია, ზაქარიას ასული.
ნეშტთა შორისა ბ 29:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:1 კონტექსტში
29:1იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო, აბია, ზაქარიას ასული.
29:2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა.
29:3მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:1
- ნეშტთა შორისა ბ 26:5ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვების მეცნაური. ვიდრე ეძებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას.
- ნეშტთა შორისა ა 3:13მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
- ესაია 8:2ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
- ოსეა 1:1უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.
- მათეს სახარება 1:9ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.
- მათეს სახარება 1:10ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია.
- ესაია 1:1ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს.
- მიქა 1:1უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში