
ნეშტთა შორისა ბ 29:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰემანიანთაგან: იეხიელი და შიმყი. იედუთუნიანთაგან: შემაყია და ყუზიელი.
ნეშტთა შორისა ბ 29:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:14 კონტექსტში
29:12ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე - კეჰათიანთაგან. მერარიანთაგან: კიში, ძე ყაბდისა და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა. გერშუნიანთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე.
29:13ელიცაფანიანთაგან: შიმრი და იეყიელი. ასაფიანთაგან: ზაქარია და მათანია.
29:14ჰემანიანთაგან: იეხიელი და შიმყი. იედუთუნიანთაგან: შემაყია და ყუზიელი.
29:15შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.
29:16შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:14
- ნეშტთა შორისა ა 6:33მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
- ნეშტთა შორისა ა 25:3იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
- ნეშტთა შორისა ა 15:19მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში