
ნეშტთა შორისა ბ 29:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესცოდა ჩვენმა მამა-პაპამ, ბოროტად მოიქცა უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვა იგი, პირი მოარიდა უფლის სავანეს და ზურგი შეაქცია.
ნეშტთა შორისა ბ 29:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:6 კონტექსტში
29:4მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი.
29:5უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
29:6შესცოდა ჩვენმა მამა-პაპამ, ბოროტად მოიქცა უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვა იგი, პირი მოარიდა უფლის სავანეს და ზურგი შეაქცია.
29:7დაგმანა კარიბჭის კარებები და ჩააქრო სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმია და აღარც აღსავლენი აღუვლინა საწმიდარში ისრაელის ღმერთს.
29:8უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს, გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:6
- ეზექიელი 8:16მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
- იერემია 2:27ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.
- ნეშტთა შორისა ბ 28:2დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. ბაალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა.
- ნეშტთა შორისა ბ 28:4მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ.
- იერემია 2:13რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
- იერემია 2:17იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?
- იერემია 44:21განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქაჩებში?
- მათეს სახარება 23:30და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში