
ნეშტთა შორისა ბ 3:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
ნეშტთა შორისა ბ 3:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 3:2 კონტექსტში
3:1შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.
3:2შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
3:3აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით, ძველი საზომი ჭყრთით, სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა.
3:4სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად ოცი წყრთა იყო; სიმაღლით - ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოაპირკეთა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 3
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში