
ნეშტთა შორისა ბ 30:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონ დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში.
ნეშტთა შორისა ბ 30:26 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:26 კონტექსტში
30:24რადგან იეხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, კრებულს უბოძა ათასი კურატი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა კი უბოძეს კრებულს ათასი კურატი, ცხრა ათასი ცხვარი და გაინათლა მრავალი მღვდელი.
30:25ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი.
30:26ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონ დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში.
30:27წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:26
- ნეშტთა შორისა ბ 7:8შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.
- ნეშტთა შორისა ბ 7:10მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში