გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 33:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 33:20

განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.

ნეშტთა შორისა ბ 33:20 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 33:20 კონტექსტში

33:18მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით ლაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

33:19რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.

33:20განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.

33:21ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.

33:22უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა. მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 33:20

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 33

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში