
ნეშტთა შორისა ბ 33:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ მომდრკალა უფლის წინაშე, როგორც მამამისი მენაშე მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული.
ნეშტთა შორისა ბ 33:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 33:23 კონტექსტში
33:21ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.
33:22უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა. მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ.
33:23არ მომდრკალა უფლის წინაშე, როგორც მამამისი მენაშე მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული.
33:24შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი და თავის სახლში მოკლეს.
33:25ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 33:23
- ნეშტთა შორისა ბ 33:12შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 33:19რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
- იერემია 8:12განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:13უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
- იერემია 7:26მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.
- ნეშტთა შორისა ბ 28:22თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი.
- ნეშტთა შორისა ბ 33:1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 33
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში