
ნეშტთა შორისა ბ 34:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეენიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. დღენი მათნი აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.
ნეშტთა შორისა ბ 34:33 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 34:33 კონტექსტში
34:31დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.
34:32დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის აღთქმის თანახმად.
34:33განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეენიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. დღენი მათნი აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:33
- ნეშტთა შორისა ბ 34:3თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან.
- ნეშტთა შორისა ბ 34:7დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა მზის სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა.
- იესო ნავეს ძე 24:31ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
- იერემია 3:10ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.
- ოსეა 6:4რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში