
ნეშტთა შორისა ბ 35:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს. ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის - აარონიანთათვის.
ნეშტთა შორისა ბ 35:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:14 კონტექსტში
35:12და გამოაცალკევეს, რაც აღსავლენისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე მოიქცნენ კურატების შეწირვისას.
35:13მოხარშეს პასექი ცეცხლზე წესის მიხედვით; ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს.
35:14შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს. ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის - აარონიანთათვის.
35:15მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
35:16ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:14
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში