
ნეშტთა შორისა ბ 35:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქანანიამ, შემაყიამ, ნათანიელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა ლევიანებს საპასექოდ უძღვნეს ხუთი ათასი კრავი და ხუთასი კურატი.
ნეშტთა შორისა ბ 35:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:9 კონტექსტში
35:7უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის - რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც - სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო.
35:8მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ღვთის სახლის წინამძღვრებმა მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი კურატი.
35:9ქანანიამ, შემაყიამ, ნათანიელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა ლევიანებს საპასექოდ უძღვნეს ხუთი ათასი კრავი და ხუთასი კურატი.
35:10ასე დაწესდა სამსახური. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები - თავიანთი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისაებრ.
35:11ამსხვერპლეს პასექი. მღედლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:9
- ესაია 1:10ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
- ესაია 1:15ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
- მიქა 6:6რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო?
- მიქა 6:8ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 31:12შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.
- იერემია 7:21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.
- იერემია 7:28უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
- იერემია 3:10ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში