გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 5:3

შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.

ნეშტთა შორისა ბ 5:3 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 5:3 კონტექსტში

5:1მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო.

5:2მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გამოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან ანუ სიონიდან.

5:3შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.

5:4მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი.

5:5წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 5:3

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 5

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში