
ნეშტთა შორისა ბ 6:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩანე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა.
ნეშტთა შორისა ბ 6:39 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 6:39 კონტექსტში
6:37გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
6:38როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
6:39მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩანე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა.
6:40ახლა კი, ღმერთო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას.
6:41ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 6:39
- ზაქარია 1:15დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.
- ზაქარია 1:16ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე.
- ნეშტთა შორისა ბ 6:35მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
- ფსალმუნები 25:18შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 6
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში