
ნეშტთა შორისა ბ 9:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ექვსას სამოცდა ექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად.
ნეშტთა შორისა ბ 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 9:13 კონტექსტში
9:11გააკეთა მეფემ სანდალოზისგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის. ებნები და ქნარები მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში.
9:12მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთბ ერთად.
9:13ექვსას სამოცდა ექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად.
9:14იმის გარდა, რა ოქრო-ვერცხლიც მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ.
9:15გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 9:13
- ფსალმუნები 72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
- ფსალმუნები 72:15იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
- ფსალმუნები 68:29შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში