
ნეშტთა შორისა ბ 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს,
ნეშტთა შორისა ბ 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 9:20 კონტექსტში
9:18ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაკვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
9:19ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა.
9:20მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს,
9:21რადგან მეფის ხომალდები ხურამის მორჩილებთან ერთად თარშიშში დადიოდნენ. თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები.
9:22განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 9:20
- იერემია 31:5კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; ვინც გააშვნებს, ის მოისთვლის.
- ნეშტთა შორისა ბ 9:27ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
- ესაია 2:22ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?
- დანიელი 5:2ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.
- დანიელი 5:3მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოდებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.
- ესთერი 1:7სასმელს ოქროს სასმისებით სვამდნენ, მრავალფრი სასმისებით. უხვად იყო სამეფო ღვინო, მეფეთა საკადრისი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში