
კორინთელთა მიმართ ბ 1:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
კორინთელთა მიმართ ბ 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირიაკე (სამოციქულო).
კორინთელთა მიმართ ბ 1:24 კონტექსტში
1:22რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
1:23და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;
1:24იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 1:24
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:3ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
- კორინთელთა მიმართ ა 15:1თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:24უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:26რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
- ფილიპელთა მიმართ 1:25თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
- ფილიპელთა მიმართ 1:26რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.
- მათეს სახარება 24:49და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,
- კორინთელთა მიმართ ბ 4:5რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 1
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში