გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 12:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 12:21

რათა კვლავ მოსვლისას თქვენ წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.

კორინთელთა მიმართ ბ 12:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 21 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 12:21

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘რათა კუალადცა, მო-რაჲ-ვიდე, არა დამამდაბლოს მე თქუენ შორის ღმერთმან ჩემმან’ (2 კორ. 12:21).”

    მთელი განმარტება

    “რათა კუალადცა, მო-რაჲ-ვიდე, არა დამამდაბლოს მე თქუენ შორის ღმერთმან ჩემმან” (2 კორ. 12:21).

    “კუალადცა”, ეს სიტყვა ახალი საყვედურია. საკმარისი იყო ის, რაც მანამდე მოხდა, ამბობს პავლე, “გეწყალობდეთ თქუენ, არა მოვედღე აქამდე კორინთოდ” (2 კორ. 1:23). ხედავ, რაოდენ დიდია მისი გულისწყრომა და თანაგრძნობა?

    რას ნიშნავს “დამამდაბლოს”? განა ბრალდება, დასჯა, პასუხის მოთხოვნა და მსაჯულის ტახტზე ჯდომა დიდება არ არის? პავლე კი ამ ყველაფერს დამდაბლებად თვლის. მას არათუ რცხვენოდა ამ სიმდაბლის, იმისა, რომ მისი სხეული უძლური იყო და სიტყვა უგულებელყოფილი, არამედ სურდა, ყოველთვის ასეთი ყოფილიყო და ევედრებოდა ღმერთს, რომ არასოდეს მიეღწია საპირისპირო მდგომარეობისთვის. ამაზე უფრო ნათლად ქვემოთ საუბრობს და გვიჩვენებს, რომ მისთვის უდიდესი დამდაბლებაა დასჯისა და მხილების აუცილებლობამდე მისვლა.

    მაგრამ რატომ არ თქვა: “ნუ მო-რაჲ-ვიდე და დავმდაბლდე”, არამედ: “რათა კუალადცა, მო-რაჲ-ვიდე, არა დამამდაბლოს მე თქუენ შორის ღმერთმან ჩემმან”?

    “ღვთის გულისთვის რომ არ იყოს, ამბობს ის, ყურადღებას არ მივაქცევდი, არ შევწუხდებოდი, რადგან მე არც თვითნებურად და არც საკუთარი ნებით არ ვსჯი, არამედ ღვთის ბრძანებით”.

    მანამდე მან იგივე გამოხატა, როდესაც თქვა: “ნუცა რაჲ ეგრე გპოვოს თქუენ, ვითარცა არა მნებავს”. Აქ არბილებს საუბარს და უფრო მეტი შემწყნარებლობითა და თვინიერებით ამბობს: “რათა არა ვტირო მრავალთა მათ, რომელთა ცოდეს პირველად”, არა უბრალოდ “ცოდეს”, არამედ “რომელთა არა შეინანეს”. და არ უთქვამს: “ყველას”, არამედ, “მრავალთა”, თანაც ამ მრავალთა სახელებს არ ასახელებს, რითაც უადვილებს მათ სინანულის გზაზე დაბრუნებას და აცნობებს, რომ სინანულს შეუძლია მათი დანაშაულების გამოსწორება; მხოლოდ მოუნანიებელთ, განუკურნებელ სნეულთ, იარებში დარჩენილთ დასტირის.

    წარმოიდგინე, რაოდენ დიდია მოციქულის სათნოება, თუკი ის, რომელსაც საკუთარ თავში ცუდს ვერაფერს ხედავს, სხვის ცოდვებზე ტირის და სხვების დანაშაულებისთვის მდაბლდება. სწორედ ეს არის მოძღვრის უპირველესი მოვალეობა, თანაუგრძნოს მოწაფეების უბედურებებს, იტიროს და იგლოვოს მისდამი დაქვემდებარებული ადამიანების ჭრილობებზე.

    შემდეგ ჩამოთვლის ცოდვის სახეებს: “უწმიდურებასა და სიძვასა და არაწმიდებასა, რომელნი ქმნნეს”. თუმცა თავად მოციქული აქ სიძვას გულისხმობს, მაგრამ თუ საქმეს გულდასმით ჩავუღრმავდებით, ამ სახელით შეიძლება ნებისმიერი სახის ცოდვა ვუწოდოთ. Თუმცა მეძავი და მემრუშე უპირატესად უწმინდურებად იწოდებიან, მაგრამ სხვა ცოდვებიც უწმინდურებას წარმოშობს სულში. ამიტომაც უწოდებს ქრისტე იუდეველებს უწმინდურებს და მათ არა მხოლოდ სიძვაში, არამედ სხვა მანკიერებებშიც ადანაშაულებს. ამიტომაც ამბობს, რომ მათ მხოლოდ გარეგანი გაიწმინდეს (მათ. 23:26) და რომ “არა რომელი შევალს პირით, შეაგინებს კაცსა, არამედ რომელი გამოვალს პირით, იგი შეაგინებს კაცსა” (მათ. 15:11). და სხვა ადგილას ნათქვამია: “საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი ამპარტავანი გულით” (იგავ. 16:5).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. ფულგენციუსი რუსპელი6 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 12:21 კონტექსტში

12:19იქნებ გგონიათ, თქვენ წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

12:20რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.

12:21რათა კვლავ მოსვლისას თქვენ წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 12:21

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 12

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში