გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 13:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 13:1

ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.

კორინთელთა მიმართ ბ 13:1 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 21 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 13:1

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘ორი-სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა’, ამიტომაც დასძენს პავლე: ‘კვლავ მოვალ და არ დავინდობ’. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ‘აღარ გადავდებ სასჯელს, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას! გამოუსწორებლებად გიხილავთ. მაშინ აუცილებლად აღვასრულებ ნათქვამს და თავს დაგატყდებათ სასჯელი’.”

    მთელი განმარტება

    “ორი-სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა”, ამიტომაც დასძენს პავლე: “კვლავ მოვალ და არ დავინდობ”. რას ნიშნავს ეს სიტყვები? “აღარ გადავდებ სასჯელს, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას! გამოუსწორებლებად გიხილავთ. მაშინ აუცილებლად აღვასრულებ ნათქვამს და თავს დაგატყდებათ სასჯელი”.

    მოციქული ამბობს: ერთხელაც და მეორედაც გაფრთხილებდით, როდესაც თქვენთან ვიყავი, ახლაც წერილობით გაფრთხილებთ. თუკი მომისმენთ, აღსრულდება ჩემი უდიდესი სურვილი. ხოლო თუ არად ჩამაგდებთ, მაშინ გარდაუვალი გახდება სასჯელის აღსრულება.

    პავლე მოციქული თავდაპირველად გვიჩვენებს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, თუკი ამისკენ არ აიძულებენ. ამ საქმეს კი გოდებასა და დამცირებას უწოდებს: “რათა კვლავ მოსვლისას არ დამამციროს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ მომიწიოს მრავალთა გლოვა, რომელნიც უწინ სცოდავდნენ და არ შეინანეს”. (2 კორ. 12:21).

    იგი იმართლებს თავს მათ წინაშე, რომ ერთხელ, ორჯერ და სამჯერაც კი გააფრთხილა, რომ ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, სასჯელის გარეშე მოახერხოს მათი გამოსწორება, მხოლოდ სიტყვით აშინებს მათ. და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოთქვამს ამ მძაფრ და საშინელ სიტყვებს: “კვლავ მოვალ და არ დავინდობ”. მას არ უთქვამს: “შურს ვიძიებ, დავსჯი, სასჯელს მოვითხოვ”, არამედ თვით სასჯელზეც კი კვლავ მამობრივი სითბოთი საუბრობს, რაც მის თანაგრძნობასა და გულმოწყალებაზე მიანიშნებს. სწორედ ამის გამო ირიდებდა თავს სასჯელისგან და ყოველთვის გადადებდა მას.

  2. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 13:1 კონტექსტში

13:1ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.

13:2ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.

13:3რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენ მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენ შორის.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 13:1

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 13

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში