გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 13:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 13:5

მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.

კორინთელთა მიმართ ბ 13:5 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 22 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 13:5

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “«ვინაიდან ჩვენთან ერთად იცოცხლებთ ღვთის ძალით. გამოსცადეთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა რწმენაში; გამოიძიეთ საკუთარი თავი. ნუთუ არ იცით, რომ იესო ქრისტე თქვენშია? თუკი ის არ ხართ, ვინც უნდა იყოთ. ხოლო ჩვენზე იმედი მაქვს, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ» (2 კორ. 13:5,6).”

    მთელი განმარტება

    «ვინაიდან ჩვენთან ერთად იცოცხლებთ ღვთის ძალით. გამოსცადეთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა რწმენაში; გამოიძიეთ საკუთარი თავი. ნუთუ არ იცით, რომ იესო ქრისტე თქვენშია? თუკი ის არ ხართ, ვინც უნდა იყოთ. ხოლო ჩვენზე იმედი მაქვს, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ» (2 კორ. 13:5,6).

    პავლე მოციქულმა ზემოთ უკვე ცხადყო, რომ თუკი კორინთელებს არ სჯიდა, ეს იმიტომ როდი იყო, რომ მასში ქრისტე არ იყო. Იმიტომ, რომ თავისი მოძღვრის, უფლის მაგალითს ბაძავდა, რომელმაც ჯვარცმა დაითმინა და თავის მტრებს არ შური იძია. ახლა კი იგივეს ამტკიცებს, ოღონდ სხვაგვარად და უფრო დამაჯერებლად, მოწაფეების მაგალითიდან გამომდინარე.

    რა უნდა ვილაპარაკო ჩემზე, მოძღვარზე, რომელსაც ამდენი საზრუნავი აქვს, რომელსაც მთელი სამყარო აქვს მინდობილი, რომელსაც ამდენი სასწაული აქვს აღსრულებული? თქვენც, მოწაფეებს, თუკი საკუთარი თავის გამოცდა მოგინდებათ, დაინახავთ, რომ თქვენშიც მკვიდრობს ქრისტე. თუკი თქვენშია, მით უმეტეს არის მოძღვარში. თუ რწმენა გაქვთ, ქრისტეც თქვენშია. ეს სიტყვები მან იმათზე თქვა, ვინც სასწაულებს ახდენდა, ვინაიდან მაშინ მორწმუნეები სასწაულმოქმედებდნენ. ამიტომაც დასძენს: “გამოსცადეთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა რწმენაში; გამოიძიეთ საკუთარი თავი. ნუთუ არ იცით, რომ იესო ქრისტე თქვენშია? თუკი ის არ ხართ, ვინც უნდა იყოთ. თუკი თქვენშია, მით უმეტეს არის მოძღვარში”.

    როგორც ჩანს, მოციქული აქ სასწაულმოქმედ რწმენაზე საუბრობს. “თუ თქვენ ეს რწმენა გაქვთ, ამბობს ის, ქრისტე თქვენშია; თუკი არ გამხდარხართ ის, ვინც უნდა იყოთ”. ხედავთ, როგორ აშინებს კვლავ და მთელი სიცხადით აჩვენებს, რომ ქრისტე მასთანაა? აქ, როგორც ჩანს, ის კორინთელებს ცხოვრებაზეც მიანიშნებს, ვინაიდან მხოლოდ რწმენა საკმარისი არ არის სულიერი ძალის მისაღებად. მან კი თქვა, რომ თუკი რწმენაში იმყოფებით, ქრისტე თქვენშია, მაშინ როდესაც ბევრს რწმენა ჰქონდა, მაგრამ სასწაულთმოქმედების ძალა, არა. ამ გაუგებრობის გასაფანტად ამბობს: “თუკი არ გამხდარხართ ის, ვინც უნდა იყოთ”, ანუ: “თუკი თქვენი ცხოვრება მანკიერია”.

    “ხოლო ჩვენზე იმედი მაქვს, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ”. უნდა ეთქვა: “თუკი თქვენ გამოუცდელები გახდით, ჩვენ მაინც არ ვართ გამოუცდელები”. მაგრამ ასე არ ამბობს, რათა არ შეურაცხყოს ისინი, არამედ ამას დაფარულად გამოხატავს. არ ამბობს დაჯერებით, “თქვენ გამოუცდელები ხართ”; არც კითხვის სახით სთავაზობს: “ნუთუ გამოუცდელები ხართ?” არამედ, ამას რომ ტოვებს, იგივეს გამოხატავს ფარული სახით და ამბობს: “ხოლო ჩვენზე იმედი მაქვს, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ”. და აქ კვლავ ძლიერი მუქარაა, დიდი შიში. “თუკი გინდათ, ამბობს ის, რომ ეს დაგიმტკიცოთ თქვენ დასჯით, ჩვენ არ გაგვიჭირდებათ ასეთი მტკიცებულების მოცემა”. თუმცა, ის ასე არ ამბობს, არამედ უფრო მეტი სიმკაცრითა და მუქარით: “ხოლო ჩვენზე იმედი მაქვს, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ”. თქვენ ესეც უნდა გცოდნოდათ, ჩვენი ძალა და ის, თუ ვინ ლაპარაკობს და მოქმედებს ჩვენში. მაგრამ რაკი გინდათ, რომ ეს საქმით გამოსცადოთ, შეიცნობთ, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც უნდა ვიყოთ.

    შემდეგ, იმის გამო, რომ მუქარა შორს გაავრცელა, სასჯელი კარს მოუახლოვა, კორინთელები შეძრწუნებულნი გახადა და სიკვდილით დასჯას მოელოდნენ, შეხედეთ. Რა სიტკბოებით კვლავ არბილებს თავის სიტყვას, როგორ ამცირებს მათ შიშს და აჩვენებს თავის მომთხოვნელობას, ზრუნვას მოწაფეებზე, სიბრძნეს, სიმაღლეს და თავისუფლებას ამაოებისგან. ამ ყველაფერს ის შემდეგ სიტყვებში გამოხატავს: “ვევედრებით ღმერთს, რომ ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისთვის. Ჩვენ გამოვჩნდეთ ისეთებად, როგორებიც უნდა ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ სიკეთე აკეთოთ, თუნდაც ისეთებად გვეჩვენებოდეთ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ. ვინაიდან ჩვენ არ ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისთვის ძალგვიძს. ჩვენ გვიხარია, როდესაც უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი ხართ; ამისთვისაც ვლოცულობთ, თქვენი სრულყოფილებისთვის” (2 კორ. 13:7-9).

    სად შეიძლება მოიძებნოს პავლეს მსგავსი სული? მას აბუჩად იგდებდნენ, ამცირებდნენ, დასცინოდნენ, როგორც უმნიშვნელო ადამიანს, არაფრის მცოდნეს, ტრაბახას, რომელიც მხოლოდ სიტყვით დიდგულობს, საქმით კი თავისი ძალის ჩვენება სულაც არ შეუძლია. ის კი არა თუ ყოვნდება, არა თუ არ სურს დასჯა, არამედ ღმერთს ევედრება, რომ ასეთ აუცილებლობამდე არ მივიდეს საქმე. “ვევედრები, ამბობს ის, ღმერთს, რომ ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისთვის. Ჩვენ გამოვჩნდეთ ისეთებად, როგორებიც უნდა ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ სიკეთე აკეთოთ, თუნდაც ისეთებად გვეჩვენებოდეთ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ”. რას ნიშნავს ეს სიტყვები? “გთხოვთ და ვევედრები ღმერთს, ამბობს ის, რომ არავინ ვიპოვო გამოსასწორებელი, არავინ ვიპოვო მონანიებელი. Არა მარტო ამაზე ვლოცულობ, არამედ იმაზეც, რომ ცოდვა არც კი დაიწყოთ, რომ ბოროტება არ ჩაიდინოთ. თუკი შესცოდავთ, იჩქარეთ მონანიება, წინ გამასწარით გამოსწორებით და თავიდან აიცილეთ ყოველგვარი რისხვა. მე იმაზე კი არ ვზრუნავ, რომ თქვენ წინაშე გამოცდილად გამოვჩნდე, არამედ სრულიად პირიქით, რომ ჩვენ არ გამოვჩნდეთ გამოცდილებად. თუკი თქვენ ცოდვებში იმყოფებით მოუნანიებლად, აუცილებლად უნდა დაგსაჯოთ, წამებით უნდა განვსაზღვროთ თქვენი სხეულები, როგორც ეს მოხდა საფიროსა და მოგვთან დაკავშირებით, რომლებზედაც ჩვენ ჩვენი ძალის გამოცდილება ვაჩვენეთ. მაგრამ ჩვენ ამაზე კი არ ვლოცულობთ, არამედ პირიქით, რომ არ გამოვაჩინოთ თავი ასეთ საქმეში გამოცდილებად, ანუ. Არ მოვახდინოთ ჩვენში არსებული ძალის გამოცდილება თქვენს დასჯაში და ცოდვილთა დასჯაში, რომლებიც განუკურნებლად არიან დაავადებულნი. რაზე ვლოცულობთ? იმაზე, რომ სიკეთე აკეთოთ; ვლოცულობთ იმაზე, რომ ყოველთვის სათნოებაში იმყოფებოდეთ, ყოველთვის გამოსწორებულნი იყოთ, თუნდაც ისეთებად გვეჩვენებოდეთ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენში დამსჯელი ძალის გამოვლენის გარეშე”. და არ თქვა: “გამოუცდელნი ვიქნებით”, ვინაიდან გამოუცდელი არ გახდებოდა, თუნდაც არ დასაჯა; პირიქით, ამით უფრო მეტად გამოაჩენდა თავს გამოცდილად.

    თუკი ზოგიერთები ჩვენ საძულველად და უპატივცემულოდ გვთვლიან, იმიტომ რომ ჩვენს ძალას არ ვაჩვენებთ, ჩვენ ამაზე სულაც არ ვზრუნავთ. ჩვენთვის უკეთესია, რომ მათგან ასეთი აზრი დავიმსახუროთ, ვიდრე ღვთისგან მოცემული ძალა გამოვავლინოთ იმ ადამიანების დასჯაში, რომელთაც გამოუსწორებელი სული აქვთ. ვინაიდან ჩვენ არ ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისთვის ძალგვიძს. იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს, თითქოს ის მათ საამებლად აკეთებს ამას, არამედ პირიქით, რომ აკეთებს იმას, რასაც საქმის თვისება მოითხოვს, მოციქულმა დაამატა: “ვინაიდან ჩვენ არ ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისთვის ძალგვიძს”. თუკი თქვენ კეთილად მოწყობილებს ვიპოვით, რომლებმაც მონანიებით ცოდვები მოიხსენით და ღმერთის მიმართ გაქვთ კადნიერება, ჩვენ, თუნდაც მოვინდომოთ, არ შეგვეძლება თქვენი დასჯა და თუკი ამას გადავწყვეტთ, ღმერთი არ შეგვიწყობს ხელს. მან ძალა იმისთვის მოგვცა, რომ განაჩენი გამოვთქვათ სწორად, სამართლიანად და არა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ. ხედავთ, როგორ არბილებს ის ყველგან თავის სიტყვას და ამცირებს მუქარის სიმძიმეს? და რამდენადაც ამაზე ზრუნავდა, იმდენადვე სურს აჩვენოს თავისი კეთილგანწყობა მათ მიმართ. ამიტომაც დაამატა: “ჩვენ გვიხარია, როდესაც უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი ხართ; ამისთვისაც ვლოცულობთ, თქვენი სრულყოფილებისთვის”.

    ყველაზე მეტად ის გვიხარია, რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგ არაფერი შეგვიძლია, ანუ, არ შეგვიძლია თქვენი დასჯა, როდესაც ღმერთს სათნოებადებით. რაკი არ შეგვიძლია, არც გვინდა, უფრო მეტიც, საწინააღმდეგო გვსურს. მაგრამ სწორედ ამიტომ გვიხარია განსაკუთრებით, როდესაც ვერ ვპოულობთ, რომ თქვენ გვაძლევთ მიზეზს, ჩვენი ძალა თქვენს დასჯაში გამოვაჩინოთ. და თუნდაც ამით გამოვჩნდეთ დიდებულად, გამოცდილად და ძლიერად, ჩვენ საწინააღმდეგო გვსურს, ანუ, რომ თქვენ იყოთ გამოცდილნი და უმწიკვლონი, ჩვენ კი აქედან დიდება არ შევიძინოთ. ამიტომაც ამბობს: “ჩვენ გვიხარია, როდესაც უძლურნი ვართ”. რას ნიშნავს, “უძლურნი”? როდესაც უძლურებად გვთვლიან; არა როდესაც უძლურნი ვართ, არამედ როდესაც უძლურებად ვითვლებით. ასეთებად კი მოციქულები მტრებმა ჩათვალეს, იმიტომ რომ თავიანთ დამსჯელ ძალას არ ავლენდნენ. და მაინც გვიხარია, როდესაც თქვენ ისე ცხოვრობთ, რომ ჩვენ დასჯის საბაბს არ გვაძლევთ. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ უძლურებად გვთვლიან, ოღონდ თქვენ იყავით უსაყვედურონი. ამიტომაც დასძენს: “თქვენ კი ძლიერნი ხართ”, ანუ, გამოცდილნი და სათნონი. ჩვენ არა მარტო გვსურს, არამედ ვლოცულობთ კიდეც ამაზე, რომ თქვენ იყოთ უმწიკვლონი, სრულყოფილნი და არ მოგვცეთ არანაირი საბაბი თქვენს დასასჯელად.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. გრიგოლ სინელი13 საუკუნე
  7. ტიხონ ზადონელი18 საუკუნე
  8. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
  12. ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 13:5 კონტექსტში

13:3რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენ მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენ შორის.

13:4რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.

13:5მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.

13:6მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.

13:7ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 13:5

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 13

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში