გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 2:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 2:12

ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -

კორინთელთა მიმართ ბ 2:12 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 2:12

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ეს სიტყვები თითქოს არ შეეფერება პავლეს, რადგან ჩანს, რომ ძმის არყოფნის გამო ხელიდან გაუშვა ხსნის შესაძლებლობა. თანაც, ერთი შეხედვით, კავშირიც არ ჩანს ნათქვამსა და მანამდე თქმულს შორის.”

    მთელი განმარტება

    ეს სიტყვები თითქოს არ შეეფერება პავლეს, რადგან ჩანს, რომ ძმის არყოფნის გამო ხელიდან გაუშვა ხსნის შესაძლებლობა. თანაც, ერთი შეხედვით, კავშირიც არ ჩანს ნათქვამსა და მანამდე თქმულს შორის.

    მაშ, რა გნებავთ, რომ დაგიმტკიცოთ უპირველესად? ის, რომ მოციქულს აქ არაფერი უთქვამს შეუფერებელი, თუ ის, რომ მის სიტყვებს მჭიდრო კავშირი აქვთ წინათ ნათქვამთან? ვფიქრობ, უმჯობესია, ჯერ ეს უკანასკნელი დავამტკიცოთ, რადგან მაშინ პირველიც უფრო გასაგები და ნათელი გახდება ჩვენთვის.

    მაშ, რა კავშირი აქვს ამ სიტყვებს მანამდე ნათქვამთან? გავიხსენოთ, რა თქვა მანამდე და მაშინ გავიგებთ ახლაც რას ამბობს. რა თქვა წმინდა პავლემ ეპისტოლის დასაწყისში? “არ მინდა, ძმებო, უწყებელნი იყვნეთ ჩუენდა მოწევნულისა მისთჳს ჭირისა, რომელი მოგუჴდა ჩუენ ასიას, რამეთუ გარდარეულად და უმეტეს ძალისა დამძიმებულ ვიყვენით” (2 კორ. 1:8). შემდეგ გვიჩვენებს, თუ როგორ იხსნა უფალმა მოციქული მოახლოებული საფრთხისგან. შუალედური ფიქრების გამოთქმის შემდეგ, რომლებიც მის გასამართლებლად იყო საჭირო, ბოლოს კვლავ გვაუწყებს, რომ სხვა მწუხარებაც ჰქონდა.

    კერძოდ, ტიტეს ვერ პოვნა. ჭეშმარიტად, მოციქულის მიერ გადატანილი განსაცდელები მისთვის არცთუ მცირე მწუხარებას წარმოადგენდა და შეეძლო სული სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო. როდესაც არც ის გამოჩნდა, ვინც შეძლებდა მის ნუგეშისცემას და თანაგრძნობით ტვირთის შემსუბუქებას, ბუნებრივია, სულიერი ქარიშხალი კიდევ უფრო უნდა გაძლიერებულიყო. ტიტე კი სწორედ ის ადამიანია, რომლის შესახებაც ქვემოთ საუბრობს მოციქული, რომელიც მასთან მივიდა კორინთელებისგან და მის მიერვე უკან გაიგზავნა მათთან. მის შესახებ პავლე დიდ ქებას არ იშურებდა.

    მოციქულს სურდა ეჩვენებინა, რომ ტიტეს არყოფნის გამო სწორედ მათ გამო წუხდა. აი, რატომ თქვა ზემოთქმული სიტყვები. აქედან ცხადია, რომ ამ სიტყვებს მჭიდრო კავშირი აქვთ მანამდე ნათქვამთან.

    შეეფერება თუ არა ეს სიტყვები პავლეს? ვეცდები ამის დამტკიცებასაც. მან ხომ არ თქვა, რომ არყოფნამ ხელი შეუშალა მორწმუნეებთან შეერთების მსურველთა ხსნას? არც ის უთქვამს, რომ ამის გამო ზიზღით მოეპყრო მორწმუნეებს. მან მხოლოდ თქვა, რომ არ ჰქონდა სიმშვიდე, ანუ წუხდა და დარდობდა ძმის არყოფნის გამო. ამით სურდა ეჩვენებინა, თუ რას ნიშნავს ძმის არყოფნა და ამ მიზეზით დატოვა ტროადა. რას ნიშნავს სიტყვები: “მივედ ტროადად სახარებელად ქრისტესა”? “განზრახვის გარეშე არ მოვსულვარ, ამბობს ის, არამედ სახარებლად”.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. დიდიმე ბრმა4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 2:12 კონტექსტში

2:10ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.

2:11რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.

2:12ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -

2:13ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.

2:14მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 2:12

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 2

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში