
კორინთელთა მიმართ ბ 3:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,
კორინთელთა მიმართ ბ 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 3:12
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ვინაიდან ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ’ (2 კორ. 3:12).”
მთელი განმარტება
“ვინაიდან ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ” (2 კორ. 3:12).
წმიდა პავლე მოციქული მსმენელს ახალი აღთქმის დიდებაზე საუბრობს. მსმენელს, რასაკვირველია, სურს, ეს დიდება საკუთარი თვალით იხილოს. ამიტომაც მოციქული მას მომავალ საუკუნეზე მიუთითებს და ამბობს: “ვინაიდან ასეთი იმედი გვაქვს”.
“ასეთი”, მაინც როგორი? ისეთი, რომ მოსეზე მეტის ღირსნი გავხდით არა მხოლოდ ჩვენ, მოციქულები, არამედ ყველა მორწმუნე.
“დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ”. ვის წინაშე? ღვთის წინაშე თუ მოწაფეების? “თქვენს წინაშე, ამბობს, ვისაც ვუქადაგებთ”. ანუ, ჩვენ ყველგან თავისუფლად ვქადაგებთ, არაფერს ვმალავთ, არანაირი თვალთმაქცობა არ გვახასიათებს, არაფრის გვეშინია, ყველაფერს ნათლად ვამბობთ და არ გვეშინია თქვენი დაბრმავებისა, როგორც მოსეს ეშინოდა იუდეველთა დაბრმავებისა.
ამ სიტყვების სიღრმისეულად გაგებისთვის, უმჯობესია, თავად ისტორიას მივუბრუნდეთ, რადგან მოციქულიც მუდმივად მას იხსენებს. რა არის ეს ამბავი? როდესაც მოსე მეორედ იღებდა დაფებს და მთიდან ჩამოდიოდა, მისი სახიდან გამომავალი დიდება იმდენად ძლიერი იყო, რომ იუდეველები ვერ უახლოვდებოდნენ და ვერ ელაპარაკებოდნენ მას, სანამ პირზე გადასაფარებელს არ იფარებდა.
გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ: “როცა სინას მთიდან ჩამოდიოდა მოსე, ორი დაფა ეჭირა მოსეს ხელში, არ იცოდა მოსემ, რომ ელვარებდა მისი სახის კანი... და შეეშინდათ მასთან მიახლოება. და მოუხმო მათ მოსემ... და ელაპარაკა მათ მოსე... და როცა მოსემ დაასრულა მათთან ლაპარაკი, პირზე ჩამოიფარა პირბადე. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, იხსნიდა პირბადეს, ვიდრე გამოვიდოდა” (გამოს. 34:29-34).
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 3:12 კონტექსტში
3:10იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.
3:11ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.
3:12ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,
3:13და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
3:14მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 3:12
- კორინთელთა მიმართ ბ 7:4დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
- მოციქულთა საქმენი 4:13პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.
- იოანე 16:29მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ.
- ეფესელთა მიმართ 6:19ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,
- ეფესელთა მიმართ 6:20რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.
- ფილიპელთა მიმართ 1:20თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:2არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:3ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 3
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში